ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ფედერალურმა აგენტებმა დააკავეს სამი პირი


შეერთებული შტატების ფედერალურმა აგენტებმა დააკავეს სამი პირი, რომლებსაც ბრალი ედებათ ცრუ მტიკცებულების მიცემაში ანტი-ტერორისტულ გამოძიებასთან დაკავშირებით.

გვიან შაბათს კოლორადოს შტატში ფედერალურმა აგენტებმა დააკავეს ნაჯიბულა ზაზი და მისი მამა, მუჰამედი. გადაწყვეტილება ხსენებულ პირთა დაკავების შესახებ გაიცა მას შემდეგ რაც ზაზიმ უარი განაცხადა ფედერალურ აგენტებთან შეხვედრაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს უნდა ყოფილიყო ზაზის დაკითხვის მეოთხე დღე.

მესამე პირი, აჰმად უაის აფზალი, ხსენებული ორი პირისგან დამოუკიდებლად დააკვეს ნიუ იორკში.

შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ცნობით, თითოეულ პირს ბრალი ედება „გამოძიებათა ფედერალურ ბიუროსათვის ცრუ მტკიცებულებების შეგნებულ და წინასწარ განზრახულ მიცემაში საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით ტერორიზმის საკითხებთან დაკავშირებით."

სამივე პირი ორშაბათს სასამართლოს წინაშე წარსდგება და თითოეულ მათგანს პატიმრობის რვა წელი შეიძლება მიესაჯოს.

ფედერალურმა ხელისუფლებამ აცნობა მედიას, რომ ზაზი ეჭვმიტანილია შეთქმულებაში რომელიც ბომბის შექმნას ისახავდა მიზნად. მან უარყო ტერორიზმთან რაიმე კავშირი.

XS
SM
MD
LG