ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოელი არქეოლოგები: სელი საქართველოში 30 000 წლის წინ გამოიყენებოდა


მრავალეროვნულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ საქართველოში ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოაჩინა, რომ აქ სელს 30 000 წლის წინათ ხმარობდნენ.

სელი ერთ-ერთი უძველესი კულტურაა, რომელსაც ადამიანი სხვადასხვა დანიშნულებით მოიხმარდა. ჰარვარდის უნივერსიტეტის არქეოლოგის ოფერ ბარ იუსეფის განცხადებით ეს აღმოჩენა შემთხვევით გაკეთდა. სელის მოკროსკოპული ნაწილაკების გამოკვლევის შედეგად დადგინდა რომ მას იყენებდნენ თოკების და ქაღალდის დამზადებაში, ასევე ქსოვილების შეღებვისას.

ეს აღმოცენა იმ პერიოდს განეკუთვნება როდესაც თანამედროვე ადამიანის წინაპრები ახლო აღმოსავლეთში ევროპასა და შუა აზიაში ნეანდერატლებს ავიწროებდნენ. 30000 წლის წინათ მათ აითვისეს ძუძუანას გამოქვაბულები, სადაც აღნიშნული აღმოჩენა გაკეთდა. ბარ იუსეფის განცხადებით სელი შესაძლოა უფრო ადრეულ ხანაშიც გამოიყენებოდა. მისი თქმით:“ მე არა ვარ დარწმუნებულუ რომ სელის გამოყენება თანამედროვე ადამიანმა დაიწყო, არ არის გამორიცხული რომ მას ნეანდერტალებიც იყენებდნენ.“

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როგორ აღმოაჩინა ადამიანმა რომ მცენარისგან შესაძლებელი იყო ქსოვილების დამზადება. ბარ იუსეფი მიიჩნევს რომ ეს აღმოჩენა ქალებს უნდა გაეკეტებინათ:“ კაცები ძირიტადად ნადირობით იყვნენ დაკავებულნი, ქალები კი ბანაკში ტრიალებდნენ და უფრო მეტ ყურადღებას აქცევდნენ მცენარეებს.“

ჰარვარდის უნივერსიტეტის არქეოლოგის ოფერ ბარ იუსეფის განცხადებით:“

როდესაც გათხრებს აწარმოებ ყველაფრისთვის უნდა იყო მზად, განსაკუთრებით თანამედროვე მეცნიერული მიღწევების გამოყენების დროს, რომელთა დახმარებით უდიდესი არქეოლოგიური აღმოჩენების გაკეთება შეიძლება.“

არქეოლოგებმა სელის 1300 ფრაგმენტი აღმოაჩინეს ძუძუანას გამოქვაბულში, სადაც უძველესი ადამიანი სელის ქსოვილებთან ერთად ნადირის ტყავისგან დამზადებულ ტანსაცმელსაც იყენებდა.


XS
SM
MD
LG