ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში პედოფილიის ბრალდებით  ამერიკელ მილიონერს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მოისაჯეს


რუსეთში პედოფილიის ბრალდებით ამერიკელ მილიონერს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბესლანის ტრაგედიას გადარჩენილი ბავშვებისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით ენდრიუ მოგილიანსკიმ ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია ჩამოაყალიბა. მოგილიანსკიმ აღიარა ის, რომ პეტერბურგში ჩასვლისას ორ ცამეტი წლის და ერთ თოთხმეტი წლის ობოლ გოგონასთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა. სასამართლო დარბაზში ხმამაღლა წაიკითხეს მსხვერპლთა წერილები, სადაც გოგონები მოგილიანსკის ზიზღით იხსენიებენ. მილიონერს მათთვის ფულადი კომპენსაციის გადახდაც მიესაჯა. მოგილიანსკის მეგობრები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ იგი გულუხვი ადამიანი და კარგი მამაა. მოგილიანსკი კი ამბობს, რომ თავადაც ვერ მიმხვდარა იმას თუ რამ ჩაადენინა ეს ამაზრზენი დანაშაული.
XS
SM
MD
LG