ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ აღარ განათავსებს რაკეტსაწინაღო სისტემას ევროპაში


ჩეხეთი აცხადებს, რომ ამერიკა აღარ აპირებს ცენტრალურ ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის განთავსებას.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა იან ფიშერმა განაცხადა, რომ ბარაქ ობამამ ცენტრალურ ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის განთავსება გადაიფიქრა. ფიშერის თქმით ობამამ მას გუშინ საღამოს დაურეკა და ამის შესახებ მოახსენა. გაზეთი „უოლ სტრიტ ჯორნალი“ აცხადებს, რომ ობამას გადაწყვეტილებით, ჩეხეთში რადარის ხოლო პოლონეთში კი რაკეტების განთავსება აღარ მოხდება. როიტერსის ახალი ამბების სააგენტო კი იუწყება, რომ პოლონეთის მთავრობამაც მიიღო ასეთივე შეტყობინება. ირანისგან მომდინარე საშიშროებისგან თავდაცვის მიზნით, რაკეტსაწინაღო

სისტემის ცენტრალურ ევროპაში განთავსების წინადადებით პირველად პრეზიდენტი ბუში გამოვიდა. თუმცა ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების არმიის გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარის მოადგილემ გენერალმა ჯეიმს კარტვრაიტმა განაცხადა, რომ ამერიკამ ვერ გათვალა ის თუ რა სტადიაში იყო ირანის ბალისტიკური რაკეტების შექმნის პროცესი და რომ სინამდვილეში თეირანს კიდევ დიდი დრო დასჭირდება ამისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ გეგმის განხორციელებას ძალზე ეწინააღმდეგებოდა რუსეთი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა ამ გადაწყვეტილებას.

XS
SM
MD
LG