ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიმდინარეობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეხვედრა


დღეს ევროპის ლიდერები არაფორმალურ შეხვედრას დაესწრებიან ბრუსელში, სადაც ისინი შეეცდებიან ევროკავშირის პოზიციის ფორმულირებას შეერთებულ შტატებში მომავალ კვირას დაგეგმილი მსოფლიოს 20 წამყვანი ქვეყნის უმაღლესი დონის შეხვედრამდე.

შვედეთის პრემიერ მინისტრმა და ევროკავშირის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ფრედრიკ რაინფელდტმა განაცხადა, რომ ლიდერების დისკუსია დაეთმობა ეკონომკურ აღორძინებას, სამუშაო ადგილების შექმნას, მსოფლიო ვაჭრობას, განვითარებადი სამყაროს ქვეყნების მიმართ დახმარების გამოყოფასა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას.

მოსალოდნელია აგრეთვე, რომ ევროკავშირის ლიდერები გააკეთებენ მიმართვას, რომელშიც ნახსენები იქნება სანქციების მუქარა მსოფლიოს იმ წამყვანი ქვეყნების მიმართ რომლებშიც ბანკების დირექტორებს უხდიან მნიშვნელოვან ფულად პრემიებს.

რადგან ხსენებული შეხვედრა არაფორმალურია, ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ შეხვედრის შედეგად დასკვნების გამოქვეყნება არ იგეგმება. მაგრამ მოსალოდნელია, რომ შეხვედრაზე მომხდარი განხილვის საფუძველზე ევროკავშირის პრეზიდენტი რეინფელდტი მოამზადებს ანგარიშს, რომელიც ევროკავშირის საერთო პოზიციის გამომხატველი იქნება მომავალ კვირას დაგეგმილ მსოფლიოს 20 წამყვანი სახელმწიფოს უმაღლესი დონის თათბირზე.

XS
SM
MD
LG