ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვირას აშშ-ის საგანგებო ელჩი ისრაელსა და პალესტინას ეწვევა


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, პრეზიდენტ ბარაკ ობამას საგანგებო დესპანი ახლო აღმოსავლეთში, ჯორჯ მიტჩელი დღეს რეგიონში მიემგზავრება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა პი.ჯეი. კროულიმ განაცხადა, რომ მიტჩელის ვიზიტი ისრაელსა და პალესტინელთა კონტროლ ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე დაიწყება კვირას და დასრულდება მომავალი კვირის სამშაბათს.

კროულიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ ვიზიტის დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია და რომ შესაძლებელია, რომ მიტჩელი ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებსაც ეწვიოს.

მიტჩელის ვიზიტი ემთხვევა ისრაელის თავდაცვის მინისტრის ეჰუდ ბარაკის მიერ 455 ახალი სახლის მშენებლობის გადაწყვეტილებიდან ერთი კვირის გასვლას, იმისდამიუხედავად, რომ ამას ეწინააღმდეგებოდნენ შეერთებული შტატები და გაერო.

შეერთებული შტატების მთავრობის პოზიცია არის ის, რომ დასახლებების გაფართოება შეუთავსებელია ისრაელის ვალდებულებასთან რომელიც ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესს ეხება. ხოლო გაეროს განცხადების თანახმად, დასახლებების მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა მოქმედება საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს და ეგრედ წოდებულ სამშვიდობო პროცესის „საგზაო რუკას“ ძირს უთხრის.


XS
SM
MD
LG