ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკში გრძელდება ღია ჩემპიონატი ჩოგბურთში


ნიუ იორკში გრძელდება ამერიკის ღია ჩემპიონატი ჩოგბურთში. ყოფილი ჩემპიონი სერენა უილიამსი, მეოთხედფინალში გავიდა. გუშინ მან სლოვაკი დანიელა ჰანტუჩოვა დაამარცხა. მისი და, ვენუსი ასპარეზობას გაეთიშა, მას შემდეგ რაც იგი ბელგიელმა კიმ კლისტერსმა დაამარცხა. ამ უკანასკნელმა ამერიკის ღია ჩემპიონატი ოთხი წლის წინ მოიგო. ამის შემდეგ იგი ლი ნას შეხვდება ჩინეთიდან, რომელმაც თავის მხრივ იტალიელი ფრანჩესკა სქიავონე დაამარცხა.

რაც შეეხება ასპარეზობას მამაკაცებს შორის, იქ ენდი მიურეიმ ადვილად მოუგო ამერიკელ ტეილორ დენტს და შეჯიბრების მეოთხე ტურში გავიდა. რაფაელ ნადალმა კი სამ სეტში ესპანელი ნიკოლას ალმაგრო გათიშა ასპარეზობიდან.

XS
SM
MD
LG