პაკისტანში , ისლამაბადთან სამი პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით მოჰკლეს. პოლიციის განცხადებით გარდაცვლილი პოლიციელების გვამები დღეს დილას აღმოაჩინეს. მათივე განცხადებით პოლიციელების სავარაუდოდ მაშინ მოჰკლეს როდესაც მათ ეძინათ. თითოეულ მათგანს ერთი ტყვია ჰქონდა თავის არერში მოხვედრილი.
ისლამაბადიდან 40 კმ-ის მოშორებით, ქალაქ ჰასან აბდალში პოლიციელები სარკინიგზო ხიდის დაცვის სამსახურში იმყოფებოდნენ. ოფიციალური პირები არ აკეთებენ კომენტარს იმის თაობაზე კრიმინალურ აქტს ჰქონდა ადგილი თუ თალიბების თავდასხმა განხორციელდა.