ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საგანგებო ელჩი ჩრდილოეთ კორეაში განაგრძობს მოლაპარაკებებს


ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის ბირთვული საკითხების საგანგებო ელჩის განცხადებით ფხენიანმა უნდა დაადასტუროს თავისი განცხადება ურანით გამდიდრების პროცესის ბოლო სტადიის მიღწევის შესახებ. ამის შემდეგ ჩრდილოეთ კორეას ერთი ნაბიჯიღა რჩება ატომური ბომბის შესაქმენლად. სტივენ ბოსვორტმა სეულში საგანგებო ბრიფინგზე ჯურნალისტებს განუცხადა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა როდესაც ურანით გამდიდრების პროცესში წარმატებებზე განცხადება გაკეთებულა. მაგრამ მან აქვე დასძინა რომ ჩრდილოეთ კორეამ ნათელი უნდა გახადოს აპირებს თუ არ ეს უკანასკნელი ბირთვული იარღის შექმნაზე უარის თქმას. ბატონი ბოსვორტი დღეს სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ეს მისი უკანასკნელი შეხვედრაა ვიზიტის ფარგლებში კორეის ხელისუფლების მაღალჩინოსანთან.მოგვიანებით იგი იაპონიაში გაემგზავრება.


XS
SM
MD
LG