ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ინდონეზიაში  მძლავრი მიწისძვრა მოხდა


დღეს ინდონეზიაში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად სავარაუდოდ 15 ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ იავას სანაპირო ზოლთან, ჯაკარტადან დაახლოებით 200 კმ-ის მოშეორებით დაფიქსირდა. მიწისძვრამ გამოიწვია ნიადაგის ჩამოშლა რასაც მრავალი სახლის დაზიანება მოჰყვა. აშშ-ის გეოლოგიის კვლევითი ცენტრის განცხადებით მიწისძვრა რიხტერის შკალით 7, 4 მეათედი ბალის სიმძლავრის იყო, შემდეგ 7 ბალამდე შემცირდა. ჰავაის ცუნამის ცენტრმა გამოაცხადა ცუნამის საშიშროება, რომელიც მოგვიანებით გაუქმა. მიწისქვეშა ბიძგები ჯაკარტაშიც დაფიქსირდა, სადაც შენობები შეირყა და შეშინებული ხალხი ქუჩებში გამოვარდა.

XS
SM
MD
LG