ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პარლამენტი აგრძელებს პრეზიდენტის კანდიდატების განხილვას მთავრობის პოსტებზე


ირანის პარლამენტი განიხილავს პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის მიერ შეთავაზებული კანდიდატების სიას.

ირანული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ ამ თემაზე დეტაბეტი დღეს განახლდა.

ზოგიერთი კანონმდებელი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის 21 კანდიდატს არ აქვს შესატყვისი გამოცდილება მინისტრის პოსტზე.

აჰმადინეჟადის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ პრეზიდენტი მის თანამოაზრე კონსერვატორებს მნიშვნელოვან პოსტებს უმზადებს.

ირანის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პარლამენტი კაბინეტის წევრების კანდიდატებს ოთხშაბათ უყრის კენჭს.

XS
SM
MD
LG