ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინმა პოლონეთს შემრიგებლური განცხადებები შესთავაზა



რუსეთის პრემიერ მინისტრმა მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 70ე წლისთავის აღნიშვნის წინ პოლონეთს შემრიგებლური განცხადებები შეაგება.

ვლადიმერ პუტინი პოლონეთის ქალაქ გდანსკში ხვალ დაგეგმილ ცერემონიებში მიიღებს მონაწილეობას.

1 სექტემბერს პოლონეთში ფაშისტური გერმანიის შეჭრის 70 წლისთავი აღინიშნება.

პოლონურ გაზეთისადმი გაგზავნილ წერილში პუტინი გმობს 1939 წლის მოლოტოვ რიბენტროპის ხელშეკრულებას.

აღნიშნული პაქტი საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას წარმოადგენს.

პოლონურ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში პუტინი ამ პაქტს მორალურად მიუღებელს უწოდებს.

რუსეთის პრემიერ მინისტრმა ამასთან მწუხარება გამოთქვქა 1940 წელს საბჭოთა ჯარების მიერ პოლონელების გაჟლეტასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ათწლეულების მანძილზე, საბჭოთა კავშირი გერმანელ ნაცისტებს სდებდა ბრალს ამ ხოცვა ჟლეტის განხორციელებაში.

XS
SM
MD
LG