ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აბდლე ბასეტ ალ-მეგრაჰი შეიწყალეს


ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი დიდი ზარზეიმით შეხვდა ლოკერბისდაბომბვაში ბრალდებულს აბდლე ბასეტ ალ-მეგრაჰს, რომელიც შოტლანდიაში იხდიდა სასჯელს და შეწყალების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული. შეგახსენებთ რომ მეგრაჰი მძიმე ავადმყოფია.

ბატონმა კადაფიმ ხოტბა შეასხაშოტლანდიის ოფიციალური პირების ამ მამაცურ გადაწყვეტილებას. ლიბიის ტელევიზიის საშუალებით პირდაპირ ეთერში გავიდა თუ როგორ გადაეხვევა ბატონი კადაფი მეგრაჰს, შემდეგ მეგრაჰი კადაფის ხელს ჰკოცნის. ბრიტანეთმა და აშშ-მა დაგმეს მეგრაჰის ლიბიაში როგორც გმირის დაბრუნების ფაქტი. შეგახსენებთ რომ მეგრაჰმა 1988 წელს თვითმფრინავში ბომბის ჩადების შედეგად 270 ადამინი მოკლა. ბატონმა ბარაკ ობამამ მეგრაჰის გათავისუფლებას ძალიან არასასიამოვნო ფაქტი უწოდა.

ამის ფონზე ბრიტანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ მეგრაჰის გათავისუფლება არ იყო სავაჭრო ხელშეკრულების ნაწილი.

როგორც მედია იტყობინება, ბატონი კადაფის შვილმა განაცხადა რომ მეგრაჰის გათავისუფლება ნავთობით მდიდარი ლიბიის კომერციულ ინტერესებთან იყო დაკავშირებული. მაგრამ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელუი აცხადებს რომ არანაირი სავაჭრო ხელშეკრულება არ შემდგარა.


XS
SM
MD
LG