ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით აშშ-ს პრეზიდენტის მიმართ ნდობამ იკლო


საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ ნდობამ დაიკლო რასაც ჯანდაცვის სფეროში რეფორმასა და მთავრობის მიერ ხარჯვის ზრდას უკავშირებენ.

პარასკევს გამოქვეყნდა ვაშინგტონ პოსტისა დაეი ბი სის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ობამას მხარს უჭერს მოსახლეობის 57 %. ეს 12 %-ით ნაკებია აპრილის შედეგებთან შედარებით.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით ამჟამად მოსახლეობის უნდობლობა ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა.ამერიკელთათითქმის ნახევარი დარწმუნებულია, რომ ობამა სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს ქვეყნის სასარგებლოდ. თუმცა აპრილთან შედარებით ამ მაჩვენებელმაც დაიკლო.

სულ უფრო მეტი ამერიკელი, დაახლოებით 55% მიიჩნევს რომ ამერიკა არ დგას სწორ გზაზე. მაშინ როდესაც აპრილში ამას მხოლოდ 48 % აღნიშნავდა.

ამასთანავე გამოკითხულ ამერიკელთა ნახევარი ფიქრობს, რომ რეცესია მომავალი წლისთვის დასრულდება. თებერვალში გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 28% კი მიიჩნევდა, რომ ეკონომიკური დაღმასვლა 2010 წელს დამთავრდებოდა.

XS
SM
MD
LG