ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მოინახულა ავარიის შედეგად დაზიანებული ჰიდროელექტროსადგური


რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ციმბირში არსებული ჰიდროელექტროსადგური მოინახულა, რომელზეც ორშაბათს ავარია მოხდა. იგი დაზარალებულთა ოჯახებს კომპენსაციას შეპირდა.

პუტინმა განაცხადა, რომ ჰესის მფლობელი კომპანია -რუს ჰიდრო დაახლოებით 30 000 დოლარს გადაუხდის თითოეულ ოჯახს. ამ დროისათვის დაიღუპულთა რიცხვი 26 აღწევს ხოლო დაკარგულია 49 ადამიანი.

პრემიერ მინისტრის განცხადებით მთავრობა დამატებითად გაიღებს დახმარებას დაზარალებული ოჯახებისთვის. რუს ჰიდროს კი მან 6 კვირა მისცა აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისთვის. მაშველთა ჯგუფი განაგრძობს მუშაობას და წყლის ამოქაჩვას ტურბინების ოთახებიდან, რომლებიც ტრანსფორმატორის აფეტქების შედეგად დაიტბორა. ოფიციალური პირების განცხადებით მღვრიე წყლის გამო გართულებულია მყვინთავების მუშაობა.

XS
SM
MD
LG