ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა 


<!-- IMAGE -->

მიუხედავად ძალადობის მზარდი ფონისა ავღანელები ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამახვილებენ ყურადღებას. ეს ავღანეთის ისტორიაში მხოლოდ მეორე დემოკრატიული არჩევნებია. ქაბულის ცენტრში საარჩევნო პუნქტები დროზე გვიან დახურეს. ჯერ-ჯერობით ოფიციალური მონაცემები მოპოვებული არ არის, ქაბულსა და ავღანეთის ჩრდილოეთში საარჩევნო პუნქტები დროზე გაიხსნა და დღის განმავლობაში აქ საკმაოდ ბევრი ამომრჩეველი მივიდა. ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, თალიბების შიშით, ხალხი საარჩევნო პუნქტებში კანტიკუნტად მიდიოდა. თალიბებმა რამდენიმე თავდასხმა, მათ შორის სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ჰელმანდის პროვინციაში, რომელსაც ერთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG