ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების მთავარსარდალს ერაყში სურს ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში


ორშაბათს გენერალმა რეი ოდიერნომ განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ერაყის მთავრობასა და ქურთისტანის სამხედრო ძალებთან ერთად რეგიონში უსაფრთხოების დამყარებასა და არაბებსა და ქურთებს შორის არსებული დაძაბულობის შემცირებას შეუწყობენ ხელხს.

მისი თქმით ამერიკელი სამხედროების ჩრდილოეთ ერაყში გაგზავნა დროებითი ზომაა, რომელიც აგრეთვე ნდობის აღდგენას ემსახურება.

ოდიერნომ აღნიშნა, რომ ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული, მაგრამ ერაყელი და ქურთი ლიდერები ამ იდეას მხარს უჭერენ.

ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნა ჩრდილოეთ ერაყში, თუ ის განხორციელდა, წარმოადგენს უსაფრთხოების პაქტის დარღვევას ვინაიდან ხსენებული პაქტის მიხედვით შეერთებული შტატების სამხედრო შენაერთებს ერაყის დასახლებული პუნქტები 30 ივნისამდე უნდა დაეტოვებინათ. მაგრამ ოდიერნოს თქმით ეს ზომა არსებითად არ ცვლის ერაყიდან შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გაყვანის განრიგს.

XS
SM
MD
LG