ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ოფიციალური ვიზიტით ანგოლას ეწვი


სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ოფიციალური ვიზიტით ანგოლას ეწვია, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრა პრეზიდენტთან და ნავთობის მრეწველობის წარმომადგენლებთან

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ჩავიდა ანგოლაში, სადაც იგი მონაწილეობას მიიღებს მოლაპარაკებებში რომლის მთავარი თემა იქნება ენერგეტიკული და სურსათის უსრაფრთხოება.

როგორც იუწყებიან, სახელმწიფო მდივანი შეხვდება ანგოლის პრეზიდენტს ჰოსე ედუარდო დოს სანტოსს, აგრეთვე ანგოლის საგარეო საქმეთა და ნავთობის მრეწველობის მინისტრებს.

შეერთებული შტატების ოფიციალურ პირთა ცნობით, სახელმწიფო მდივნის მთავარი მიზანია გაარღმავოს ურთიერთობა ანგოლასთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობის მწარმოებელია აფრიკაში. აღსანიშნავია, რომ ანგოლა ბუნებრივი აირისა და ნავთობის მნიშვნელოვან ნაწილს შეერთებულ შტატებში აგზავნის.

მოსალოდნელია აგრეთვე რომ კლინტონი მოუწოდებს ანგოლის მთავრობას ეკონომიკის გაფართოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისაკენ.

კლინტონის ვიზიტი დროულია ვინაიდან ამ ბოლო დროს ჩინეთის გავლენა ანგოლის ნავთობის მოპოვების სფეროში საგრძნობლად გაიზარდა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აფრიკის საკითხებში ჯონნი კარსონმა განაცხადა, რომ ლაპარაკი რაიმე პაექრობაზე ჩინეთთან წარმოადგენს “ცივი ომის დროინდელ პარადიგმას.”

ანგოლაში სტუმრობა არის მესამე გაჩერება სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის აფრიკის შვიდი ქვეყნის ტურში.


XS
SM
MD
LG