ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა მხლოდ სამშვიდობო ზავის შემდეგ დამყარდება


ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა გააკრიტიკა გასულ კვირას ჩატარებული ფათას კონფერენციაზე განხილული თემები და შედეგები, თუმცა მან იქვე დასძინა რომ მიუხედავად ამისა მზად არის პალესტინელებთან სამშვიდობო ხელშეკრულების ირგვლივ იმსჯელოს.

კერძოდ კი ბატონმა ბარაკმა კვირას ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა რომ ფატას კონფერენციის შედეგებით უკმაყოფილოა, მაგრამ მას კარგად ესმის რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა მხლოდ სამშვიდობო ზავის შემდეგ დამყარდება.

20 წლის განმავლობაში ფატას პარტიამ პირველად ჩაატარა პარტიის კონვენცია რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ქალაქ ბეთლემში ჩატარდა. კონფერენციაზე პარტიის ლიდერად ხელმეორედ პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი აირჩიეს.

პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პირობა დასდო რომ მუხლჩაუხრელად იბრძოლებს პალესტინის გასათავისუფლებლად და დაარსებს დამოუკიდბელ პალესტინას რომლის დედაქალაქი იერუსალიმი იქნება.


XS
SM
MD
LG