ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი სერბეთს ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს


ევროკავშირი სერბეთს ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს საბიუჯეტო კრიზისის გადაწყვეტაში. ევროკავშირი ასევე დაეხმარება ბალკანეთის სხვა ქვეყნებსა და თურქეთს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში. ევროკომისიამ 140 მილიონი დოლარი გამოყო სერბეთის ბიუჯეტის სტაბილიზაციისთვის. აღნიშნული ორგანიზაცია თურქეთსა და ბალკანეთის დასავლეთში მდებარე ქვეყნებს 120 მილიონი დოლარით დაეხმარება. ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადების თანახმად ამ ქვეყნებისთვის გაწეული ფინანსური შემწეობა საბანკო სექტორის და საინვესტიციო ფონდების სტაბილაზაციას და ახალი სამუშაო ადგილების შემქნას შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG