მოლაპარაკების მონაწილეებმა იმსჯელეს ქურთისტანის მშრომელთა პარტიის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ თანამშრომლობაზე. ეს პარტია ანკარასა და საერთაშორისო საზოგადოების უმეტესობის მიერ ტერორისტული ჯგუფების სიაშია შეტანილი.
სეპარატისტი ქურთისტანის მშრომელთა პარტიის წევრები მეოთხედი საუკუნის განმავლობაში იბრძვიან თურქეთის სამხრეთაღმოსავლეთში ქურთული მმართველობისათვის.
ამ კონფლიქტში ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა.
თურქეთის სამხედრო ავიაცია ხშირად ახორციელებს იერიშებს ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქურთისტანის მშრომელთა პარტიის ბაზებზე.