ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი ქლინტონი ტაილანდში მართავს შეხვედრებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გუშინ ტაილანდში ჩავიდა სადაც შეხვდება ტაილანდის ოფიციალურ პირებს და დაესწრება რეგიონალური უსაფრთხოების კონფერენციას.

კონფერენცია ჩრდილოეთ კორეის მხირდან მომავალ ბირთვულ საფრთხეს, ბირმაში ადამიანის უფლებების დარღვევებს და ტერორიზმს ეძღვნება.

კლინტონი, ინდოეთში 5 დღიანი ვიზიტის შემდეგ , ტაილანდის პრემიერ მინისტრს აბისიტ ვეჯაჯივას ბანკოკში შეხვდება. საიდანაც შემდეგ პუკეტის საკურორტო კუნძულზე მიმდინარე სამხრეთაღმოსავლეთ აზიის ქვეყნების რეგიონალურ ფორუმს დაესწრება.

პარასკევს კლინთონი ვაშინგტონში დაბრუნდება. ინდოეთში მოგზაურობისას ამერიკა ინდოეთს შორის ხელი მოეწერა ორ ხელშეკრულებას. ერთ-ერთი ხელშეკრულების თანახმად აშშ-მა შესაძლოა ინდოეთს სამხედრო აღჭურვილობა და სამოქალაქო ბირთვული ტექნოლოგიები მიჰყიდოს.

ამის შესახებ განცხადება მხარეებმა ერთობლივ კონფერენციაზე ორშაბათს დელიში გააკეთეს.

XS
SM
MD
LG