რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ვიზიტის შემდეგ ცხინვალში, ერთ კვირაში ჩადიან ცხინვალის რეგიონში რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი და გენერალური პროკურორი. დ.მედევედევის ჩასვლა ცხინვალში თბილისმა სპეციალურ განცხადებაში შეაფასა, როგორც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა. რა რეაგირება უნდა მოახდინოს საქართველომ ამჯერად?!
ამ კითხვაზე ექსპერტი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი მჭედლიშვილი პასუხობს : - არ უნდა მობეზრდეს საქართველოს ხელისუფლებას ყოველი ასეთი შემთხვევის დროს დააფიქსიროს , განაცხადოს, რომ ეს არის საზღვრის უკანონო დარღვევა და იმოქმედოს შესაბამისი საერთაშორისო და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით. სხვას საქართველო ვერაფერს გააკეთებს და არც არის საჭირო..
- როცა დ.მედვედევი იმყოფებოდა ცხინვალის რეგიონში შესაბამისი განცხადება გააკეთა არა მხოლოდ საქართველოს მთავრობამ, არამედ როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მტავრობებმა, ისევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს საშუალებას იძლევა ყველას ახსოვდეს, თუ როგორ იქცევა რუსეთი. თვითონ რუსეთსაც უნდა ახსოვდეს, რომ ყველაფერს რასაც აკეთებს, არის კანონდარღვევა საერთაშორისო სამართლის და შეხედულებების იგნორირება.