ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ მიესალმება ნაბუკოს ხელშეკრულების ხელმოწერას


13 ივლისს ანკარაში შეხვედრის დროს თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და ავსტრიის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავდა მათ ტერიტორიებზე გამავალი ახალი ბუნებრივი აირის მილსადენისათვის სამართლებრივი და მარეგულირებელი საფუძველების შექმნას. ეს მილსადენი ევროპას კასპიის ზღვის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ბუნებრივი აირის საბადოებთან დააკავშირებს.

აშშ ულოცავს თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და ავსტრიის მთავრობებს ნაბუკოს მილსადენის პროექტის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებას.

აშშ ევროკავშირთან ერთად მხარს უჭერს ნაბუკოს მილსადენის პროექტს, რომელიც საშუალებას მისცემს უფრო მრავალფეროვანი გახდეს ევროპისათვის აირის მომწოდებლები და სატრანსპორტო მარშრუტები, რის შედეგადაც ბუნებრივი აირის მოწოდება უფრო სტაბილური გახდება. ევროპა თავისი ბუნებრივი აირის ერთ მეოთხედს იღებს გაზპრომისაგან, რომელიც მსოფლიოს უდიდესი აირის მომპოვებელიდა რუსეთის უდიდესი კომპანიაა.

2006 წლის იანვარში, გაზპრომსა და უკრაინულ კომპანია ნაფტოჰაზს შორის ფასებისა და სატრანზიტო გადასახადების გამო უთახმოებამ გაზპრომის მიერ ევროპის ნაწილისათვის აირის მიწოდების შეწყვეტაგამოიწვია. 2009 წლის იანვარში გაზპრომმა და უკრაინამ ხელახლა შეუწყვიტეს აირის მიწოდება ევროპას. ნაბუკოს მილსადენის პროექტი, რომელზედაც მუშაობა 2002 წლიდან მიმდინარეობს, რამდენჯერმე გადაიდო მომხმარებლების, სატრანზიტო ქვეყნებისა და აირის მიმწოდებლების მხრიდან ვალდებულებების არასათანადოდ შესრულების გამო. მაგრამ ბოლოდროინდელი უთანხმოებების შედეგად, მის მიმართ ინტერესი განახლდა.

ნაბუკოს პროექტის მშენებლობის დაწყება 2011 წლისთვისაა დაგეგმილი, ხოლო მილსადენი ამოქმედდება 2014 წელს. ჯერჯერობით ეგვიპტემ, სირიამ და თურქმენეთმა გამოთქვეს სურვილი ნაბუკოს მილსადენისათვის აირის მიწოდებაზე. აზერბაიჯანმაც გამოხატა დაინტერესება ამ პროექტისადმი.

„ ეს ხელშეკრულება არის მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ერთობლივი მიზნის მიღწევაში, რაც გახსნის ახალ ენერგეტიკულ დერეფანს, რომელიც კასპიის აირს ევროპას მიაწოდებს“ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა იან კელიმ.

„ენერგეტიკული უსაფრთხოება დივერსიფიკაციის გზით მიიღწევა, აქ იგულისხმება ენერგიის წყაროების, მიწოდების მარშრუტებისა და მომხმარებელთა ბაზრების დივერსიფიკაცია, და ნაბუკოს მილსადენი სწორედ ამ დივერსიფიკაციის კარგი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ მომავალში დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, მთავრობებს შორის ხელშეკრულების გაფორმება ნაბუკოს პროექტის განხორციელებისათვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.“

XS
SM
MD
LG