ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პასკისტანში მთავრობის მომხრე ტომებმა 23 მეამბოხე მოკლეს


პაკისტანის ოფიცილური პირების განცხადებით, მთავრობის მომხრე ტომებმა 23 მეამბოხე მოკლეს ქვეყნის ჩრდილოეთში მომხდარ შეტაკებებში. ოფიციალური ცნობებით, დღეს დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი მოჰმანდის რეგიონში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება. პაკისტანის მთავრობამ ამ რეგიონში ადგილობრივი ტომების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა ერთ ჯგუფად ჩამოყალიბებულიყვნენ და იქ მებრძოლ თალიბ მეამბოხეებს დაპირისპირებოდნენ, რომლებიც სავარაუდოდ პაკისტანში ავღანეთიდან აღწევენ. ამ ფონზე, მეამბოხეები პაკისტანის კიდევ ერთ რეგიონში ნატოს ნავთობის ტანკერს დაესხნენ თავს და ორი ადამიანი მოკლეს. დაჭრილია სამი სხვა. ადგილობრივი ოფიციალური პირების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ცეცლი გაუხსნეს ტანკერს და შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს მას. თავდამსხმელები გაიქცნენ, მას შემდეგ რაც უშიშროების ძალებმა მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

XS
SM
MD
LG