ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში შახიდებმა ორი აფეთქება მოაწყვეს


ერაყის ხელისუფლების განცხადებით შახიდებმა ორი აფეთქება მოაწყვეს ქვეყნის ჩრდილოეთსი მდებარე ქალაქ თალ აფარში რომლის შედეგად სულ ცოტა 34 ადამიანი დაიღუპა და 62 დაიჭრა. პოლიციის განცხადების ტანახმად როდესაც პირველმა ტერორისტმა აიფეთქა თავი ხალხი დაზარალებულთა დასახმარებლად შეგროვდა და წსორედ მაშინ მეორე ტერორისტმაც მოქმედებაში მოიყვანა სხეულზე დამაგრებული ბომბი. ამასობაში ბაღდადის სადრის უბანში მომხდარი აფეთქების შედეგად კიდევ 6 ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა. გარდა ამისა ქალაქ მოსულის მახლობლად მომხდარი თავდასხმების დროს 14 ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ რაც ამერიკის ჯარებმა დატოვეს ერაყის ქალაქები მკვეთრად გაიზარდა მოთარეშეთა თავდასხმების რიცხვი.
XS
SM
MD
LG