ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა შემოიღო ქალაქ ურუმჩიში


ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებების განცხადებით მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა შემოიღო სინიანგის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში მომხდარი ეთნიკური შეტაკებების გამო. სინხუას სააგენტოს ინფორმაციით კომენდანტის საათი ამ ქალაქში საღამოს 9-დან დილის 8 საათამდე იმოქმედებს. ადგილობრივი მუსლიმანი უიღურების და ჩინელებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად, რომელიც ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა სულ ცოტა 156 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებმა ჯერ ეთნიკური უიღურების საპროტესტო დემონსტრაცია დაშალეს, რომლებიც ჩინეთის ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული მათო ახლობლების განთავისუფლებას მოითხოვდნენ. შემდეგ უკვე იძულებულნი გახდნენ ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინათ ჩინელების წინააღმდეგ, რომლებიც დანებით და ხელკეტებით შეიარაღებულნი უიღურების კუთვნილ მაღაზიებს ამტვრევდენ მთელს ქალაქში.


XS
SM
MD
LG