ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკის მმართველმა პარტიამ აღიარა დამარცხება


მექსიკის მმართველმა პარტიამ აღიარა დამარცხება პარტიამ, რომელიც მექსიკას მართავდა შვიდი ათწლეულის მანძილზე, კვირას გამართულ არჩევნებში პოლიტიკურ ასპარეზზე ისტორიული დაბრუნება აღნიშნა. 2000 წელს პრეზიდენტობის დაკარგვის შემდეგ ინსტიტუციონალურმა რევოლუციურმა პარტიამ პირველად ამომრჩეველთა ხმების დიდი ნაწილი მოიპოვა. პრეზიდენტ ფელიპე კალდერონის ეროვნული მოქმედების პარტიამ აღიარა დამარცხება შუალედურ არჩევნებში რომელშიც გამარჯვება მოიპოვა ინსტიტუციონალურმა რევოლუციურმა პარტიამ.ეროვნული მოქმედების პარტიის ლიდერმა გერმან მარტინესმა აღიარა რომ კვირას გამართული არჩევნების შედეგად ინსტიტუციონალური რევოლუციური პარტია გახდება მთავარი პოლიტიკური ძალა მექსიკის კონგრესის ქვედა პალატაში. აღსანიშნავია რომ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვთ 77 მილიონ მექსიკის მოქალაქეს, რომლებიც ირჩევენ სახალხო წარმომადგენლებს მექსიკის კონგრესის 500-წევრიან ქვედა პალატაში და გარდა ამისა ექვს გუბერნატორსა და 560-ზე მეტ ქალაქის მერს.


XS
SM
MD
LG