ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკსიტანის ქალაქ რავალპინდში ტერაქტი მოხდა


პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით სულ ცოტა ერთი ადამიანი დაიღუპა და 29 დაიჭრა მას შემდეგ რაც კამიკაძემ მოტოციკლეტი ააფეთქა სახელმწიფო მოსამსახურეებით სავსე ავტობუსის მახლობლად აღნიშნული ტერაქტი ქალაქ რავალპინდში მოხდა, რომელიც ისლამაბადის სამხრეთით მდებარეობს. დღესვე ფეშავარში გზისპირას ჩადებულ ნაღმზე აფეთქების შედეგად პოლიციის ორი ოფიცერი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. ფეშავარის რაიონში სამთავრობო ძალები თალიბებს ებრძვიან. აქვე ხაიბერის რეგიონში ავღანეთის საზღვრის მახლობლად პაკისტანელმა სამხედროებმა 28 მეამბოხე გაანადგურეს.
XS
SM
MD
LG