ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეიქმნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საბჭო


ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს ჩამოყალიბების მომენტში, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. განხილული იყო ისეთი ორმხრივი მნიშვნელობის საკითხები როგორიცაა ეკონომიკური თანამშრომლობა, თავდაცვისა და უშიშროების სფეროები, დემოკრატიის გაძლიერება და გაცვლები ხალხებს შორის.

ბატონმა სტეინბერგმა განაცხადა, რომ ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს საქართველოში: აშშ მოხარულია, რომ დავასრულეთ ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების უზრუნველყოფა. ამერიკული ფულადი შემწეობა საქართველოში შიდა არასტაბილურობის ჟამს გადატანილ პრობლემებს მოხმარდება, ასევე საგარეო ეკონომიკური და პოლიტიკური წნეხის გადალახვაში დაეხმარება ქვეყანას, იძულებით ადგილნაცვალ პირებს აღმოუჩენს შემწეობას, ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს, მათ შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში, გააძლიერეს ინვესტიციებს, აღადგენს საზღვრის უსაფრთხოებასა და ძალოვანი სტრუქტურების მუშაობას, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებს და ხელს შეუწყობს კანონის უზენაესობის მიღწევას.

ამით, ამერიკამ კიდევ ერთხელ გამოხატა ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების დასაცავად. “აშშ გააგრძელებს საქართველოს სამხედროების პროფესიონალიზმის ამაღლებას”, განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტეინბერგმა და “საქართველოს, კოალიციაში გაკეთებული წვლილის პარალელურად, დახმარებას აღმოუჩენს მას. ასევე ქვეყანას იმ რეფორმების გატარებაში შეუწყობს ხელს რომელიც მას ნატოში გაწეფრიანების მიმართულებით ესაჭიროება. “ საქართველომ ღირებული შენატანი გააკეტა წარსულში ერაყში სამხედრო ოპერაციების წარმართვაში, თქვა ბატონმა სტეინბერგმა. “ამერიკა მადლიერია საქართველოსი, მისი გადაწყვეტილებისთვის კვლავ იგივე გააკეთოს ავღანეთში.”

ამერიკა გააგრძელებს უცხოელ პარტნიორებთან მუშაობას რათა საქართველოს მასშტაბით ჰუმანიტარული მდგომარეობა და უსაფრთხოების სიტუაცია გამოსწორდეს. იმავდროულად, ამერიკა საერთაშორისო საზოგადოებასთან სოლიდარობით, უარს იტყვის აღიაროს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა.

კონგრესის წინაშე მიცემულ ჩვენებაში, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ ამერიკა განიცდის იმ ფაქტს, რომ რუსეთმა ეუთოს და გაეროს მისიების გაგრძელება დაბლოკა საქართველოში.

აშშ- საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ორმხრივ ურთიერთობებში ახალ ეტაპს იწყებს. როგორც ბატონმა სტეინბერგმა განაცხადა საბჭოს საინაუგურაციო შეხვედრის დასრულებისას, ამერიკას გადაწყვეტილი აქვს საქართველოსთან ერთად მისი ეკონომიკური კეთილდღეობი, დემოკრატიის მისაღწევად და პოლიტიკური რეფორმების გასატარებლად იმუშავოს. ასევე იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა შეუძლია.

XS
SM
MD
LG