ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას ეროვნული ერთიანობისკენ მოუწოდა


ერაყის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას ეროვნული ერთიანობისკენ მოუწოდა ახლახანს მომხდარი ტერაქტების ფონზე, როდესაც ამერიკელებს გაყავთ თავიანთი ჯარები ამ ქვეყნის ქალაქებიდან. ბატონი მალიქის განცხადებით ერაყის სუნიტებისა და შიიტების შერიგების გარეშე ქვეყანაში სტაბილობის დამყარება შეუძლებელია. ერაყის უშიშროების ძალები სრულ პასუხისმგებლობას იღებენ თავის თავზე მას შემდეგ რაც 30 ივნისს ამერიკელები ჯარებს გაიყვანენ ქალაქებიდან. შეერთებული შტატებუის პრეზიდეტის განცხადებით ტერაქტების გახშირების მიუხედავად ერაყში სიტუაცია ნელ-ნელა უმჯობესდება. პარასკევს ბაღდადში 16 ადამიანი მოკლეს, უფრო ადრე ერაყის დედაქალაქის შიიტურ უბანში მომხდარ აფეთქებას 76 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ერთი კვირის წინათ კირკუკში კი 70 კაცი მოკლეს მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG