ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს გაეროს შტაბ ბინაში კონფერენციაზე ფინანსურ პრობლემებზე იმსჯელებენ


დღეს გაეროს შტაბ ბინაში ნიუ იორკში 126 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბებიან სამდღიან კონფერენციაზე, რომელიც გლობალური ფინანსური სისტემის რეფორმირების საკითხებს ეძღვნება.

კონფერენციას 14 ქვეყნის მეთაური დაესწრება, მათ შორის ლათინური ამერიკის მემარცხენე ლიდრები, ვენესუელის პრეზიდენტი ჰუგო ჩავესი და ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესიც იქნებიან.განვითარებადი ქვეყნები გაეროს მოუწოდებენ უფრო ქმედითი როლი შეასრულოს გლობალური ფინანსური სისტემის რეფორმირების საკითხებში. განვითარებადი სახელმწიფოები გლობალური ეკონომიკური კრიზისი გამო ისევე დაზარალდნენ, როგორც მსოფლიოს წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნები.
XS
SM
MD
LG