ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიციის ახალგაზრდა წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამმართველოს პიკეტი მოაწყვეს



დღეს თბილისში ოპოზიციის ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები პოლიციის სამმართველოს შენობასთან განლაგდნენ.

ამ დროს ხელკეტებითა და ხის კეტებით შეიარაღებულმა სამართალდამცავებმა მოპიკეტეების დარბევა დაიწყეს.

დასავლელი ფოტოჟურნალისტების განცხადებით, მოპროტესტეები გასულ კვირას დაკავებული ადამიანების განთავისუფლებას ითხოვდნენ.

მათივე განცხადებით, პოლიციამ ჟურნალისტებს კამერები წაართვა და რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.

დაშავებულია რამდენიმე მოპიკეტე.

ამ ფონზე, დღეს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის მთავრობა მხოლოდ საქართველოს ახალ ხელმძღვანელობასთან განაახლებს მოლაპარაკებებს უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ.

XS
SM
MD
LG