ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპ გორდონის შეხვედრები თბილისში, დასრულდა


ფინანსთა სამინისტროს შენობაში გამართული დახურული შეხვედრის დეტალებზე მხარეებმა კომენტარი არ გააკეთეს. როგორც ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, შეხვედრა მისი უწყების შენობაში კანცელარიის ბლოკირების გამო გაიმართა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შეხვედრები გუშინ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, უშიშროების საბჭოს მდივანთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და პრეზიდენტთან გამართა.

პარლამენტის ტავმჯდომარე, დავით ბაქრაძეს და პარლამენტის წევრებს დავით დარჩიაშვილი და პეტრე ცისკარიშვილი გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით აცხადებენ. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ თანადგომა გამოთქვა საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობისა და დემოკრატიის განვითარებისადმი. მან საქართველოსა და ამერიკას შორის გაფორმებული ქარტიის ფარგლებში, სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების გააქტიურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ამერიკის მხრიდან მხარდაჭერა უსაფრთხოების სფეროშიც ექნება. მისი განცხადებით დემოკრატიულობა დაეხმარება საქართველოს წარმატება მიაღწიოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. ”კიდევ ერთი გზავნილი, რომელიც მინდოდა საქართველოში ჩამომეტანა, გარდა ჩვენი ინტერესისა და მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ, არის ჩვენი ინტერესი, რომ დავინახოთ დემოკრატიული საქართველო. ეს იქნება კარგი საქართველოსთვის და ეს იქნება კარგი საქართველოს მისწრაფებისთვის შეუერთდეს ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებს,” - განაცხადა მან 10 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას. ”ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ იყო პოლიტიკური პროტესტი დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში; ჩვენ ასევე ვაფასებთ იმ ფორმას, რომლითაც მთავრობამ გამოხატა თავშეკავება ამ პროტესტთან გამკლავების კუთხით და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას მისდიოს დემოკრატიას, თავისუფალ მედიას, თავისუფალ პრესას, სიტყვის თავისუფლებას, ანტი-კორუფციულ გზას - ეს ის პრინციპებია, რომელსაც აშშ ყოველთვის ემხრობა და რაც უფრო მეტად აყვავდება საქართველოში დემოკრატია, უფრო მეტი იქნება იმის ალბათობა, რომ ის იქნება დასავლეთის პარტნიორი, რომელსაც ჩვენ დავაფასებთ და რომელთანაც გვენდომება ახლო მუშაობა,” - დასძინა გორდონმა. გორდონი დღესვე ბაქოში გაემგზავრა.

XS
SM
MD
LG