ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანი და რეგიონული თანამშრომლობა ენერგო უსაფრთხოების დარგში


“არცერთი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოება სხვა ქვეყნის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.” განაცხადა ამერიკის საგანგებო ელჩმა ევრაზიის ენერგო უსაფრთხოების საკითხებში რიჩარდ მორნინგსტარმა.

1 ივნისს, ამერიკის სავაჭრო პალატის წინაშე გაკეთებულ განცხადებაში, ბატონმა მორნინგსტარმა აღნიშნა, რომ მიმდინარე გლობალური ფინანსური და ეკონომიკური პრობლემების ფონზე, დღეს ისე როგორც არასდროს მნიშვნელოვანია სტაბილური საერთაშორისო ენერგომომარაგების არსებობა. მან დასძინა, რომ უფრო მეტი კოორდინაცია ენერგო სფეროში, გაზრდილი კონკურენცია და გამჭვირვალეობა სექტორის უსაფრთხოებას ზრდის და ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს.

ბატონმა რიჩარდ მორნინგსტარმა, ევრაზიის ენერგო პოლიტიკასთან მიმართებაში აღნიშნა, რომ ამერიკა, ევრაზიის რეგიონში, ბევრი მიზნის მიღწევას ერთდროულად ცდილობს. მისი განცხადებით, ამერიკის სტრატეგია მიზნად ისახავს ევრაზის ქვეყნების განვითარების ხელშეწყობას-ენერგო რესურსების პროდუქციისა თუ ტრანზიტის სფეროში.

ეს სტრატეგია, მისი აზრით, დაბალანსებულ და მრავალმხრივ მიდგომას მოითხოვს.

ელჩმა მორნინგსტარმა ხაზი გაუსვა რეგიონში ბუნბრივი აირისა და ნავთობის პროდუქციის, ტრანსპორტირებისა და ყიდვის დროს გამჭვირვალეობისა და კანონის უზენაესობის მნიშვნელობას განსაკუთრებით კი ნაბუქოს გაზსადენის და ასევე თურქეთის, საბერძნეთისა და იტალიის დამაკავაშირებელი გაზსადენის კონტექსტში.

მან აღნიშნა, რომ ამ პროექტების განხორციელება კომერციულ საკითხებთანაც არის დაკავშირებული და რომ სტრატეგიული და დივერსიფიცირების კუთხით ორივე მათგანი უმნიშვნელოვანესი პროექტებია.

ისინი არამარტო აზერბაიჯანის, არამედ თურქმენეთისა და ერაყის ენერგო რესურსების განვითარებასაც ისახავენ მიზნად.

მორნინგსტარმა ასევე დასძინა, რომ ეს ქვეყნები ევროპული ენერგო უსაფრთხოების საქმეში პრობლემის მხოლოდ და მხოლოდ ერთ ასპექტს წარმოადგენენ.

ამერიკა მოუწოდებს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს გააგრძელოს აზერბაიჯანის პოტენციის განვითარება როგორც მწარმოებელი, ისე სატრანზიტო ქვეყნისა ევროპისთვის დანიშნული გაზისა და ნავთობის რესურსების მიწოდების მიმართულებით.

ამასთან, აზერბაიჯანმა უნდა გააგრძელოს თურქმენეთის დახმარება ამ უკანასკნელის ბუნებრივი აირის რეზერვების განვითარებისა და მათი ევროპელი მომხმარებლისთვის მიწოდების მიმართულებით.

აზერბაიჯანი ასევე უნდა დარჩეს მნიშვნელოვან სატრანზიტო ქვეყნად ყაზახეთიდან მომავალი გაზის რესურსებისთივის.

ბაქოს ენერგო სამიტზე მიღებული დეკლარაცია ევრაზიის რეგიონის ქვეყნებს მოუწოდებს გაფართოვდეს თანამშრომლობა მწარმოებელ, სატრანზიტო და მომხმარებელ ქვეყნებს შორის და ამასთან, კასპიის აუზის ქვეყნებში გაგრძელდეს ენერგო რესურსების ტრანსპორტირების დივერსიფიკაცია მსოფლიოსა და ევროპულ ბაზრებამდე.

XS
SM
MD
LG