ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანის საპარლამენტო არჩევნებში პროდასავლურმა კოალიციამ გაიმარჯვა


ლიბანიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გუშინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პროდასავლურმა კოალიციამ გაიმარჯვა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ზიად ბარუდმა განაცხადა, რომ კოალიცია პარლამენტის ას ოცდარვა ადგილიდან სამოცდათერთმეტს დაიკავებს. იმ კოალიციის წარმომადგენლები კი, რომელსაც ჰესბოლა მეთაურობს ორმოცდაჩვიდმეტ ადგილს დასჯერდნენ. ჰესბოლას

ქრისტიანმა მოკავშირეებმა დამარცხება აღიარეს. შინაგან საქმეთა მინისტრის ზიად ბარუდის თქმით, არჩევნებში მონაწილეობა ლიბანში რეგისტრირებულ სრულწლოვანთა დაახლოებით ორმოცდათორმეტმა პროცენტმა მიიღო.

პროდასავლური კოალიციის ლიდერმა საად ალ-ჰარირიმ აღნიშნა, რომ ეს დემოკრატიისთვის დიდი გამარჯვებაა.
XS
SM
MD
LG