ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკისა და საფრანგეთის ლიდრები ნორმანდიაში შეხვდნენ ერთმანეთს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი შეთანხმდნენ რომ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის ფარგლებში ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას დაუჭერენ მხარს და ყველაფერს გააკეთებენ ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად. ორი ქვეყნის ლიდრები ნორმანდიაში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა დესანტი გადმოსხდა 65 წლის წინათ. ნიკოლა სარკოზიმ ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის მტკიცება ისრაელის რუკიდან გაქრობის შესახებ სიგიჟედ მონათლა და ამავე დროს მხარი დაუჭირა ობამას წინადადებას, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ებრაული დასახლებების მშენებლობის შეწყვეტას ითვალისწინებს. თავის მხრივ ბარაქ ობამამ პალესტინელებს მოუწოდა უარი თქვან ძალადობაზე და მთელს მსოფლიოს დაანახონ რომ შეუძლიათ ადრე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.


XS
SM
MD
LG