ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიას ახალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს


ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა კევინ რადმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკოსი დანიშნა. ერთი დღით ადრე კი მისი წინამორბედი გადადგა სკნადალურ სიტუაციაში გახვევის გამო. დღეს ბატონმა რადმა სახელმწიფო მდივანი ჯონ ფოლკნერი თავდაცვის მინისტრად დაამტკიცა, რომელმაც ჯოელ ფიტცგიბონი შეცვალა. ფიტცგიბონი მას შემდეგ მოექცა მედიის ინტერესის ქვეშ, რაც გამოაშკარავდა ცნობები იმის შესახებ, რომ მან ხელი შეუწყო შეხვედრას არმიის გენერალისა, რომელიც სამხედროების ჯანდაცვის საკითხებს კურირებს და აშშ-ის ჯამრთელობის დაზღვევის მსხვილი კომპანიის ჰუმანას წარმომადგენელთან, რომელიც აგრეთვე მისი ძმაა. ფიტცგიბონი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა მას შემდეგაც, რაც მან დამალა ორი მგზავრობა ჩინეთში, რომლის საფასურიც მდიდარმა ჩინელმა ბიზნესმენმა ქალბატონმა დაფარა. ახალი თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტი მომავალ კვირას ბრიუსელში ნატოს სამიტზე გაიმართება.


XS
SM
MD
LG