ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა



ერაყის შინჯაგან საქმეთა სამინისტროს განხდებით 9 ადამიანი დაიღუპა და 31 დაიჭრა ბაღდადის კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად.

ერაყის ხელისუფლების განცხადების თანახმად აფეთქება ბაღდადის სამხრეთ-დასვლეთ რაიონის შიიტურ უბანში მოხდა.

ამ ტერაქტის მიუხედავად ერაყის მთავრობა მაისში ძალადობის შემცირების შესახებ საუბრობს წინა თვესთან შედარებით.

პარტიზანების მოქმედების შედეგად მაისში 165 ადამიანი დაიღუპა, აპრილში კი 355 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს.

ერაყის სამხედროები ცდილობენ 30 ივნისამდე დაამყარონ წესრიგი ქვეყანაში. ამ თარიღის შემდეგ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები დატოვებენ ერაყის მთავარ ქალაქებს და სამხედრო ბაზებზე გამაგრდებიან.
XS
SM
MD
LG