ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ გამოდიან რუსეთის ციხიდან დაინვალიდებული პატიმრები?


ალექსეი სოკოლოვი დაინტერესებული იყო იმით, თუ რუსეთში რატომ გამოდის ციხიდან ზოგი პატიმარი დაინვალიდებული? რატომ იღუპება ამდენი პატიმარი ციხეებში? რატომაა რომ ციხეში დაღუპულთა გარდაცვლის ცნობებში თითქმის ყოველთვის აღნიშნულია, რომ პატიმარი ფილტვების ანთებით ან კიდევ რაიმე დაავადებით გარდაიცვალა მაშინ, როდესაც გვამს ჩაქცევების და დაჟეჟილობების კვალი ამჩნევია და ძვლები აქვს დამტვრეული?

სოკოლოვმა ასეთი კითხვები დასვა 2007 წელს გადაღებულ ორმოცდახუთწუთიან დოკუმენტურ ფილმში სახელწოდებით, "წამების ფაბრიკა ანუ განმანათლებელი გამოცდილების მიღება". ფილმში რუსეთის ციხეებში ცემისა და წამების ფაქტები იყო გაშუქებული.

სოკოლოვი რუსეთის სამოქალაქო უფლებების დამცველ იმ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელიც ციხეებში პატიმართა უფლებებს უწევდა მონიტორინგს. შემდეგ იგი საერთაშორისო ორგანიზაციას "ამნესტი ინტერნეშენალს" აწვდიდა მოპოვებულ ინფორმაციას. სოკოლოვი 13 მაისს დააპატიმრეს. მას ხუთი წლის წინ შეიარღებულ ყაჩაღობაში მონაწილეობის მიღებაში დასდეს ბრალი. სოკოლოვის წინააღმდეგ ჩვენება ამ ყაჩაღობისთვის ადრე დაპატიმრებულმა პირმა მისცა. სოკოლოვის მეუღლე გალია აცხადებს, რომ ალექსეი მაშინ დააკავეს, როდესაც იგი ორი წლის ქალიშვილს ასეირნებდა.

ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეშენალის" მოსკოვის ბიუროს წარმომადგენელი ფრედერიკ ბერი ამბობს, რომ ბიუროს მისამართზე რუსეთის საპყრობილეებიდან იგზავნება მრავალი წერილი სადაც პატიმრები ამტკიცებენ, რომ მათ ციხეში უკეთესი პირობების შექმნის სანაცვლოდ ცრუ ჩვენებების მიცემას სთხოვენ:

"ჩვენ სოკოლოვის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებების ავთენტურობა უნდა შევამოწმოდ. ასევე ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მრავალი ადამიანი ამტკიცებს იმას, რომ მათ ალექსეი სოკოლოვის წინააღმდეგ ჩვენებების მიცებას სთხოვდნენ". აცხადებს ფრედერიკ ბერი.

სვერდლოვსკის რეგიონალური შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილების წარმომადგენელმა ვალერი გორელიხმა ამერიკის ხმის კორესპონდენტს განუცხადა, რომ სოკოლოვის ბანდიტობასა და მის მოღვაწეობას შორის არავიტარი კავშირი არ არის. ჯერ-ჯერობით სოკოლოვის სასამართლო პროცესის ვადა არ დანიშნულა.

ალექსეის მეუღლე ამბობს, რომ მათ ფილმის გამოსვლის შემდეგ გამუდმებით ემუქრებოდნე:

"სინამდვილეში აი ეს არის, რასაც პრეზიდენტი მედვედევი კანონიერებას უწოდებს. შედეგად ცემი მეუღლე თხუთმეტი წლით შეიძლება ჩააყუდონ საპყრობილეში". გვეუბნება იგი.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მის ქმარს პირობა დაუდეს, რომ იგი ციხეს დაინვალიდებული დატოვებს:

"პატიმრების მიერ დაწერილი ჩივილის წერილები ძირითადად არაოფიციალური გზებით გადის ციხიდან, ვინაიდან მათ იმის იმედი არ აქვთ, რომ კანონიერად რაიმეს მიაღწევენ. ყველა ვინც კი ოფიციალურად ეცადა ჩივილს ისე მძიმედ სცემეს, რომ მათ ჩივილზე უარის თქმა მოუწიათ.

ბერის თქმით, სოკოლოვს პენიტენციალურ სისტემაში ბევრი მტერი ჰყავს მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებმაც სოკოლოვის დამსახურებით სამუშაო დაკარგეს:

ბერის თქმით, სოკოლოვი ბოლო ორი წლის განმავლობაში "ამნესტი ინტერნეშენელთან" თანამშრომლობდა. რუსეთის ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველები ძალზე განარისხა სოკოლოვის დაპატიმრებამ. საპროტესტო დოკუმენტს ხელს აწერენ ისეთი ცნობილი პირები, როგორებიც არიან მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელი ლუდმილა ალექსეევა და რუსეთის ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის დირექტორი ლევ პონომარიოვი. ამერიკის ხმა. . .


XS
SM
MD
LG