ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზ. ობამას ლიბერალურად განწყობილი საზოგადოების მხარდაჭერა ეცლება



ობამა დიდ ცვლილებებს პირდებოდა ამომრჩევლებს და პრეზიდენტობის დასაწყისში ასეც იქცეოდა და მის გადაწყვეტილებებს ამერიკელი ლიბერალები დიდი სიხარულით ხვდებოდნენ. მათ ერთ-ერთ მთავარ მოწონებას პრეზიდენტის მიერ კუბაში მდებარე გუანტანამოს საპყრობილის დახურვისა და პატიმრების ამერიკის ციხეებში გადაყვანის პირობის დადება იწვევდა. თუმცა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მემარცხენე პოლიტიკურ ჯგუფთა ნაწილი პრეზიდენტის ქმედებით უკმაყოფილოა. ასე მაგალითად ობამას მიერ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტიობიის პერიოდში შემოღებული სამხედრო ტრიბუნალების და გუანტანამოს პატიმართა საქმეთა გამოძიებისთვის არსებული ტერორიზმის კომისიების მოქმედების გახანგრძლივების გადაწყვეტილების მიღება მათ დიდ განაწყენებას იწვევს;

“ჩემის აზრით პრეზიდენტი კარგად არ არის ინფორმირებული. მე რამდენიმე კვირის განმავლობაში ვესწრებოდი გუანტანამოს საპყრობილეში მოქმედ სამხედრო კომისიების სხდომებს. პრეზიდენტს იგივე დრო რომ დაეყო იქ რაც მე იგი ნამდვილად შეამჩნევდა იმას, რომ იქ ბევრი რამ მართლმსაჯულების პრინციპებს ეწინააღმდეგება”. გვეუბნება ამერიკის სამოქალაქო უფლებათა კავშირის წარმომადგენელი ენთონი რომერო.

ლიბერალურად განწყობილი სხვა ჯგუფები კი იმით არიან განაწყენებულები, რომ პრეზიდენტი დამოუკიდებელი კომისიების მიერ იმის შემოწმებას ეწინააღმდეგება ირღვეოდა თუ არა შეერთებული შტატების კანონმდებლობა პრეზიდენტ ბუშის მიერ შემოღებული დაკითხვის მეთოდების გამოყენების დრო:

“ჩვენ მანამდე არ ვიიქნებით დარწმუნებულები იმაში, რომ შეერთებული შტატები წამების მეთოდებს აღარასდროს გამოიყენებს სანამ ამერიკელები და მათ შორის მორწმუნეებიც იმას არ გაიაზრებენ, რომ წამების გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ არის გამართლებული”. ამბობს “წამების წინააღმდეგ მოლაშქრე მორწმუნეთა ეროვნული კამპანიის” წარმომადგენელი ლინდა გასტიტუსი.

შეერთებული შტატების კონგრესის წევრი ზოგი ლიბერალი, პრეზიდენტის მიერ ავღანეთში დისლოცირებული სამხედრო კიონტინგენტის გაძლიერების გადაწყვეტილების მიღებას აკრიტიკებს:

“ნუ ეტყვით ამერიკელ ხალხს იმას, რომ ერთ ომს იმისთვის ასრულებთ, რომ მეორე ომის დაფინანსება გაგიადვილდეთ. ნურც იმას ეტყვით ამერიკელებს, რომ ომი დასრულდა იმ დროს, როდესაც ერაყში ორმოცდაათი ათასი ამერიკელი ჯარისკაცის დატოვება გაქვთ განზრახული”. აცხადებს, კონგრესმენი დენის კასინიჩი, რომელმაც შარშან საპრეზიდენტო კანდიდატურის გამოსავლენი შინდაპარტიული ბრძოლა წააგო ობამასთან.


თავად პრეზიდენტი კი მოთმინებისკენ მოუწოდებს:

“მე აქამდე მიღწეულით ვამაყობ. მე კმაყოფილი ვარ პროგრესით, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია”. განაცხადა ბატონმა ობამამ.

პოლიტოლოგები თვლიან, რომ ობამასა და მის მომხრე ლიბერალებს შორის უთანხმოების ცამოვარდნა კანონზომიერია, ვინაიდან კონსერვატორთა რვაწლიანი მმართველობის შემდეგ ლიბერალები ცვლილებების დაჩქაებული ტემპებით განხორციელებას მოითხოვენ.

თუმცა “ამერიკის ინიციატივათა ინსტიტუტის” ექსპერტი ჯონ ფორტიერი თვლის, რომ შეიძლება მომავალში მემარცხენეთა უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდოს:

“ობამას ზოგი პრობლემა საკუთარ პარტიაში წარმოექმნა. თუ ყველაფერი რიგზე იქნა ეს პრობლემები მოგვარდება. ამჟამად იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ ავღანეთში არსებული სიტუაცია გამოსწორდა, ორი წლის შემდეგ ავრანეთიდან გამოსვლის ჩამოყალიბებული სტრატეგიის უქონლობის შემთხვევაში მას პრობლემები შეიძლება შეექმნას”. ამბობს ბატონი ფორტიერი.

ზოგი პოლიტოლოგი თვლის, რომ პრეზიდენტი ზომიერ საგარეო და საშინაო პოლიტიკის კურსს გაატარებს:

“იმ შემთხვევაში თუ ობამა პარტიული იდეოლოგიიდან გამომდინარე მიუდგება საქმეს, ამით ის ძირს გამოუთხრის იმ მოსაზრებას, რომ იგი ახალი ტიპის პრეზიდენტი და ცენტრისტია. არადა ეს ცენტრიტობა ძალზე მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, რომ მის პრეზიდენტად არჩევაში დიდი წვლილი სწორედ ცენტრისტულად განწყობილ ამერიკელებს მიუძღვით”.

გვეუბნება ვაშინგტონის პიუს საკვლევი ცენტრის პრეზიდენტი ენდრიუ კოჰუტი.

დემოკრატთა აზრის შემსწავლეი გამოკითხვა ააშკარავებს, რომ გამოკითხულთა სამოცდაცხრა პროცენტი პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების საკითხისადმი მიდგომას პოზიტიურად აფასებს. მაგრამ ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ობამა უშიშროების, ჟანდაცვის და გლობალური დათბობის საკითხებთან რესპუბლიკელთა მიდგომასთან კომპრომისის გამონახვას ლამობს, ეს მხარდაჭერა შეიძლება ნელ-ნელა შესუსტდეს. ამაე

XS
SM
MD
LG