ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომი პაპი იორდანიაში მუსლიმი ლიდერების წინაშე სიტყვით გამოვიდა


დღეს რომი პაპი იორდანიაში მუსლიმი ლიდერების წინაშე სიტყვით გამოვიდა. რომის პაპი საერთაშორისო საზოგადოებრიობას მოუწოდებს დაიცვას ერაყის ქრისტიანული უმცირესობის უფლებები და უზრუნველყოს ერაყელი ქრისტიანების მშვიდობიანი თანაცხოვრება მუსლიმ ერაყელებთან ერთად.

რომის პაპმა ასევე ისაუბრა ერაყში სხვადასხვა რელიგიურ აღმსარებლობებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. ბენედიქტე მეთექვსმეტემ ასევე ხოტბა შეასხა იმ ორგანიზაციებს რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების აღდგენისთვის.

2003 წელს აშშ-ის ერაყში შეჭრის შემდეგ ერაყელი ქრისტიანები მუსლიმი ექსტრემისტების მიერ მუდმივი ზეწოლის ქვეშ ცხოვრობენ. ბევრი მათგანი იძულებულიც კი შეიქნა რომ ქვეყანა დაეტოვებინა. ერაყის მოსახლეობის 3 პროცენტს ქრისიტიანი ერაყელები შეადგენენ.



XS
SM
MD
LG