ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი ბენედიქტე იორდანიაში ჩავიდა


რომის პაპი ბენედიქტე იორდანიაში ჩავიდა. ახლო აღმოსავლეთშიერთკვირიანი ვიზიტი სწორედ იორდანიით დაიწყო. ეს მგზავრობა მოაზრებულია, როგორც მისი წმინდა მიწის მონახულება . რომის პაპი ვიზიტის ფარგლებში ისრაელსა და პალესტინასაც ესტუმრება. იგი დაათვალიერებს ქრისტიანობის ღირშესანიშნაობებს და მსულიმებსა და ებრაელებთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე გაამახვილებს ყურადღებას. ამანის აეროპორტში დღეს მას მეფე აბდულა დახვდა. იორდანიაში რომის პაპი სამი დღე გაჩერდება სადაც შხვდება მუსლიმ სასულიერო ლიდერებს , მოინახულებს მეჩეთს და ბიბლიურ ადგილებს. კვირას კათოლიკური ეკლესიის წინამძვარი ამანის სტადიონზე ლოცვას აღავლენს.კათოლიკეთა რაოდენობა იორდანიაში მოსახლეობის 2%-ს შეადგენს. რომის პაპი შემდეგ ისრაელში მიემგზავრება, სადაც ისრაელის იად ვაშემის ჰოლოკოსტის მემორიალს, ებრაელების , ქრისტიანული და მუსლიმანური სამყაროს სიწმინდეებს ეწვევა. პაპი ბენედიქტე ბეთლემსა და ნაზარეთსაც მოინახულებს.



XS
SM
MD
LG