ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ღორის გრიპისგან ერთი ადამიანი გარდაიცვალა


მას შემდეგ რაც ამერიკაში ახლად დაწყებული ღორის გრიპის დაავადების პირველი მსხვერპლი გარდაიცვალა, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ ამერიკის მთავრობა ყველაფერს აკეთებს ღორის გრიპის ეპიდემიის დასაძელვად.პრეზიდნტმა თეთრ სახლში განაცხადა, რომ ამერიკა ყველაფერს აკეთებს დაავადების გავრცელების წინააღმდეგ და იმავდროულად, სიტუაციას მონიტორინგს უხდენს.ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორმა რიჩარდ ბესერმა ტელეკომპანია სი ენ ენს განუცხადა, რომ ტეხასის შტატში, მექსიკის საზღვართან,დაღუპულია 23 თვის ბავშვი.


ეს არის პირველი შემთხვევა მექსიკის გარეთ, როცა ღორის გრიპის შედეეგად ამერიკაში დაავადებული ადამიანი დაიღუპა. მექსიკაში კი მსხვერპლთა რიცხვმა 159 მიაღწია.ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ჯოსე კორდოვამ ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ განუცხადა, რომ დადასტურდა ამ დაავადების 26 და მათ შორის 7 სიკვდილის შემთხვევა.მექსიკის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ დაავადების სიმპტომების მქონე 1300ადამიანი საავადმყოფოებშია მოთავსებული.

XS
SM
MD
LG