ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში ყოფნის 100 დღის შემდეგ


ჯერ-ჯერობით ბარაქ ობამას მიერ საგარეო პოლიტიკის სფეროში გადადგმული ყველაზე გაბედული ნაბიჯი ალბათ მის მიერ პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულების დაწყებამდე, ძველი მოქიშპისთვის, ჰილარი კლინტონისთვის ქვეყნის სახელმწიფო მდივნის პოსტის შეთავაზება იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ სენატორი კლინტონი მანამდე საკმაოდ უარყოფიდათ აფასებდა ობამას გამოცდილებას ამ სფეროში:

“ამერიკელები კარგად ხვდებიან იმას თუ როგორ ვუდგები საკითხებს ან იმას თუ რარიგ გავართმევ თავს საგარეო პოლიტიკის პრობლემებს. დამჭირდება თუ არა ამისთვის სახელმძღვანელოს გადაფურცვლა”. განაცხადა წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ქალბატონმა კლინტონმა.

თუმცა ბატონმა ობამამ და ქალბატონმა კლინტონმა საბოლოოდ ეს დაპირისპირება მიივიწყეს და ნიუ ჰემპშირის შტატში ერთობლივად წარსდგნენ ამომრჩევლების წინაშე. მაშინ ბატონმა ობამამ ჰილარი კლინტონი ძალზე დადებითად შეაფასა:

“მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ბარაქი ისეთი მთავარსარდალი იქნება, რომელიც საჭირო მომენტში ძალის გამოყენებას არ დააყოვნებს, მაგრამ ამავდროულად არასდროს იტყვის უარს შექმნილი პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებაზეც”. განაცხადა საპასუხოდ ქალბატონმა კლინტონმა.

კლინტონის კანდიდატურას ქვეყნის სენატორთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი:

“ჩვენ ჩვენს ხელთ არსებული ყველა იარაღი უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ. იქნება ეს დიპლომატია, ეკონომიკა, პოლიტიკა, სამხედრო ჩარევა, სამართალი თუ კულტურა”. განაცხადა ჰილარი კლინტონმა და აღნიშნა, რომ ობამას ადმინისტრაცია ნაკლებადკონფრონტაციულ საგარეო პოლიტიკის კურსს აირჩევს.

ბატონმა ობამამ ბუშის ადმინისტრაციისგან განსხვავებით მსოფლიოს ყველაზე კრიზისულ რეგიონებში, სპეციალური რწმუნებულები მიავლინა. ასე მაგალითად ავღანეთში და პაკისტანში წარმომადგენლად ადრე ბალკანეთის საკითხებით დაკავებული რიჩრდ ჰოლბრუკი, ხოლო არაბთა და ისრაელის საკითხრთან დაკავშირებით ყოფილი სენატორი ჯორჯ მიტჩელი დანიშნეს:

“მე ნამდვილად არ მგონია, რომ ადვილი საქმე მომანდეს. ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა რთული და სახიფათოა’. განაცხადა მან.

ჩრდილო კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ვეტერანი დიპლომატი სტივენ ბოსუორთი განაწესა. თუმცა ჯერ-ჯერობით მას ფხენიანში ჩასვლის უფლებას არ აძლევენ.

ჩრდილოეთ კორეამ მსოფლიო საზოგადოებრიობის მოთხოვნები ყურად არ იღო და ბალისტიკური რაკეტის გამოცდა მაინც განახორციელა და ბირთვულ საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკებებში მონაწილეობა შეწყვიტა.

ბატონმა ობამამ რესპუბლიკელთა კრიტიკა დაიმსახურა ირანთან და კუბასთან დიალოგის გამართვის წინადადების გამოთქმისა და ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების სამიტზე ვენესუელის მემარცხენე პრეზიდენტისთვის უგო ჩავესისთვის მეგობრულად ხელის ჩამორთმევის გამო:

“აღსანიშნავია, რომ დღევანდელი სიტუაცია ძალზე წააგავს კარიბის კრიზისს. ოღონდაც ახლა ირანი იყენებს ვენესუელას თავისი მიზნების მისაღწევად”. განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა კონი მაკმა.

“მიუხედავად იმისა ეთანხმებით თუ არა თქვენს მოწინააღმდეგეს მასთან მოლაპარაკება, დისკუსიის გამართვა სწორედ ისაა რასაც ახალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში ყოფნის 100 დღის შემდეგ გთავაზობთ”. თვლის ზოგი ექსპერტი.

პრეზიდენტ ობამას მიერ ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობას პოლიტოლოგები დადებითად აფასებენ, თუმცა ზოგი ჯერ-ჯერობით თავს იკავებს ასეთი შეფასებებისგან:

“მანამდე სანამ ვიტყოდე, რომ ეს ძალზე კარგი დასაწყისია, მინდა დაველოდო მოვლენების განვითარებას და მხოლოდ შემდეგ შევაფასო და ტაში დაუკრა მას”. გვეუბნება ვაშინგტონის ბრუკინგსის ინსტიტუტის თანამშრომელი მაიკლ ო ჰანლონი.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექსპერტი დენიელ ჰამილტონი აცხადებს, რომ ობამას ქმედების შეფასება ჯერ ნაადრევი იქნებოდა. მისი თქმით პირველი რეალური შეფასების გაკეთება მისი პრეზიდენტობიდან წელიწად ნახევრის გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ჯერ-ჯერ


XS
SM
MD
LG