ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში პოლიციის რეიდის დროს 7ოფიცერი დაიჭრა


თურქეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით,სტამბოლში პოლიციის მიერ ულტრა-მემარცხენე რადიკალური დაჯგუფების წევრებზე რეიდისას შვიდი ოფიცერი მძიმედ დაიჭრა .ოპერაციის დროს, შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა შენობიდან გაქცევის მიზნით, პოლიციელების მისამართით ასაფეთქებელი საშუალებები გამოიყენეს. ტერიტორიის თავზე ვეტმფრნებმა იწყეს ფრენა,ორმხრივი სროლის დროს რამოდენიმე მოქალაქე და მათ შორის ერთი ტელევიზიის ოპერატორი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. პოლიციის განცხადებით, დაკავებულია 10 ეჭვმიტანილი,რომლებიც სტამბოლის 60 უბანში მთელი ღამის მანძილზე ჩატარებული რეიდის დროს აიყვანეს. პოლიციამ მსგავსი ოპერაციების ჩატარება მაისის დღის აღნიშვნის წინ საგანგებოდ ჩაატარა.თურქეთის პარლამენტმა გასულ კვირას, მაისის დღე ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადა. ეს დღესასწაული თურქეთის ეროვნული კალენდრიდან 1980 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ამოიღეს. გადატრიალება მაშინდელმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ და მემარცხენე და მემერჯვენე ფრთის აქტივისტთა შორის დაპირისპირებამ განაპირობა.


XS
SM
MD
LG