ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ღორის გრიპის” სახელით ცნობილი დაავადებისგან გარდაცვლილთა რიცხვი მატულობს


მექსიკაში “ღორის გრიპის” სახელით ცნობილი დაავადებისგან გარდაცვლილთა რიცხვი მატულობს. მექსიკის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ამ დაავადებამ უკვე ოთხმოცდაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის სესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ხოსე ანხელ კორდობამ განაცხადა. მექსიკის მთავრობამ ეპიდემიის რეგიონში სკოლები დახურა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვირუსთან გამკლავებას საერთაშორისო მნიშვნელობა ენიჭება და მან პოტენციურად გლობალური ეპიდემიის გამოწვევას შეიძლება შეუწყოს ხელი. შეერთებული შტატების ინფექციურ დაავადებათა ცენტრის დირექტორის მოადგილემ ენ შუკატმა განაცხადა, რომ ვირუსის შეჩერება ხელისუფლებას ავალია. ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ მექსიკიდან დაბრუნებული ათი სტუდენტი შესაძლოა, “ღორის გრიპით” იყოს დაავადებული. მექსიკა აცხადებს, რომ ეპიდემიამ ათას სამასი მექსიკელი დაავადა. დღეს ქვეყნის ბევრ ეკლესიაში საკვირაო მესა გააუქმეს. შეერთებულ შტატებში “ღორის გრიპით” უკვე თერთმეტი ადამიანია დაავადებული.


XS
SM
MD
LG