ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როქსანა საბერიმ შიმშილობა გამოაცხადა


ახლახანს დაკავებული ირანული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტის მამამ განაცხადა რომ მისმა ქალიშვილმა რვა წლით თავისუფლების აღკვეთის პროტესტის ნიშნად შიშმშილობა გამოაცხადა.

ამავე განცხადების თანახმად შიმშილობა უკვე მეხუთე დღეა გრძელდება და გაგრძელდება სანამ ირანის ოფიციალური პირები არ გაათავისუფლებენ.

როქსანა საბერის ადვოკატებმა გაასაჩივრეს სასამართლოს გადაწყვეტილება. 31 წლის ჟურნალისტს შეერთებული შტატების სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის 8 წელი მიუსაჯეს.

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა რომ არ ჩაერევა როკსანა საბერის საქმეში, მაგრამ მან იქვე მოუწოდა მართლმსაჯულებს სამართლიიანი სასამართლო პროცესის ჩატარებისკენ. ამის ფონზე მოსამართლემ საკმაოდ სწრაფად გამოტანა მთთვის გამართლებული ეგრედწოდებული სამართლიანი განაჩენი.

XS
SM
MD
LG