ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდის არმია   წესრიგის აღდგენას  ცდილობს



ტაილანდის არმია ქვეყნის დედაქალაქ ბანგკოკში წესრიგის აღდგენას აპირებს. არმიის მთავარსარდალმა გენერალმა სონგკიტი ჯაგაბატარამ განაცხადა, რომ სამხედროები წესრიგის აღსადგენად ყველა ზომას მიმართავენ. თუმცა ცეცხლსასროლ იარაღს მხოლოდ თავდაცვის მიზნით გამოიყენებენ. პოლიციამ და არმიამ ანტისამთავრობო დემონსტრაციის დასაშლელად ჰაერში ისროლა და ხალხის წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. დემონსტრაციის მონაწილეებმა მათ მოლოტოვის კოქტეილები დააყარეს. სიტუაცია გასულ კვირა დღეს დაიძაბა მას შემდეგ, რაც ტაილანდის გადაყებნებულმა პრემიერ-მინისტრმა ტაკსინ შინავატრამ საკუთარ მომხრეებს რევოლუციის მოწყობისკენ მოუწოდა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შეტაკებების შედეგად დაშავდა სამოცდათოთხმეტი ადამიანი.


XS
SM
MD
LG