ნიგერიაში პოლიციამ ლიბანელი ბიზნესმენის 6 გამტაცებელი დახოცა სპეცოპერაციის დროს.
პოლიციის ძალებმა ყაჩაღებს მაშინ გაუხსნეს ცეცხლი როდესაც ისინი 230 000 დოლარის გამოსასყიდის აღების შემდეგ სწრაფმავალი კატარღით მიმალვას აპირებდნენ.
ლიბანელი მძევალი უვნებლად გადარჩა. პოლიციამ გამოსასყიდი თანხის უკან დაბრუნებაც მოახერხა.
ლიბანელი ბიზნესმენი ორშაბათს გაიტაცეს.